PROM - მოკლევადიანი აკადემიური გაცვლითი პროგრამა ფინანსდება პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს (NAWA) მიერ.
პროგრამა განკუთვნილია სამივე საფეხურის ატუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისათვის, რომელთაც სურთ საერთაშორისო გამოცდილებისა მიღება პოლონეთში
მობილობის ტიპი და ვადები: მოკლევადიანი მობილობა საზღვარგარეთ 5-დან 30 დღემდე ვადით
აქტივობები შეიძლება მოიცავდეს:
- საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას
- კვლევას პუბლიკაციებისთვის ან სადოქტორო დისერტაციებისთვის
- საზაფხულო/ზამთრის სკოლებს, კურსებს, ვორქშოფებს, სტაჟირებებს
- სასწავლო აქტივობებს
- საარქივო/საბიბლიოთეკო კვლევას, მონაცემების შეგროვება
- საერთაშორისო საგრანტო განაცხადების მომზადებას
დაფინანსება მოიცავს:
- სამგზავრო ხარჯებს
- დღიურ სარგოს (საცხოვრებელი ხარჯები)
- სტიპენდიას
- კონფერენციის/კურსის საფასურს (საჭიროების შემთხვევაში)
განაცხადის შეტანის პროცედურა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარადგინონ კრაკოვის UKEN უნივერსიტეტში, ელფოსტაზე magdalena.kowalczyk@uken.krakow.pl
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- შევსებულ და ხელმოწერილ განაცხადის ფორმას
- UKEN-ის განყოფილების დადასტურებას დაგეგმილი მობილობის შესახებ
- დამატებით დოკუმენტებს (მაგ., კონფერენციაზე მიღების დადასტურება, ხელმძღვანელის რეკომენდაცია დოქტორანტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი საბუთი)
- ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
მობილობა შეიძლება განხორციელდეს 2026 წლის 30 სექტემბრამდე. პირველი შერჩევის ეტაპი იწყება 2026 წლის 16 იანვარს, შემდგომი ეტაპები კი ყოველთვიურად გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაცია და პროგრამის დეტალები